საწვავის ფასებთან დაკავშირებულ მიმდინარე მოკვლევაზე პრემიერ-მინისტრს დეტალურად არის ინფორმირებული

საწვავის ფასების შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან დაკავშირებით მოკვლევა 5 მსხვილ კომპანიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „მედიაცნტრ მთავართან“ აცხადებს, მოკვლევა პრემიერის მომართვის საფუძველზე დაიწყო და შესაბამისად, მას სრული ინფორმაცია მიეწოდება.

„საწვავის ფასებთან დაკავშირებით წინაწარ დარღვევაზე საუბარი არ შეიძლება, რადგანაც საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობას და მკვლევა ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ეს არის საინტერესო ნაწილი, რომელიც დავინახეთ რიგი კომპანიების ქცევაში.  რაც შეეხება პრემიერ- მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკურმა საბჭომ მოგვმართა რეკომენდაციით რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაგვეწყო მოკვლევის პროცესი.

მჭიდრო კოორდინაციაში  ვართ ეკონომიკურ საბჭოსთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით. როცა საბოლოო გადაწყვეტილება გვექნება, გამოვაქვეყნებთ. ეკონომიკურ საბჭოსთან კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც, საბოლოოდ, იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ, შემდეგომ მათ შესრულებაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური საბჭოს მხარდაჭერა“ – აღნიშნა ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.     

 

მსგავსი თემები