ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ერთი ოჯახის ორი ორი წევრი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა და შესვლისას შახტში ჩავარდა. მის დასახმარებლად შახტში მეუღლეც ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ჩაირთო და ისიც დაიღუპა.

ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

 

მსგავსი თემები