20 იანვრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება

საქართველოში დღეიდან, 14 იანვრიდან გამოიდარებს და უმეტესწილად მშრალი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, დღის განმავლობაში,  დაბლობში  ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

14 იანვარს, დასავლეთ საქართველოშიც  უნალექო და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.  ქარის სიჩქარე კი ნელ-ნელა შემცირდება და მას გრიგალის კატეგორია არ ექნება.

რაც შეეხება თბილისს, დღეიდან 20 იანვრამდე თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -3, -5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

 

მსგავსი თემები