სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი სამხედრო შეთანხმების შეჩერებას განიხილავს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ ოილმის თქმით, ქვეყანა განხილავს 2018 წლის ორმხრივი სამხედრო შეთანხმების შეჩერებას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთი საჰაერო სივრცეს კვლავ დაარღვევს.

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჩრდილოეთ კორეის დრონების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს გაეცნო, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთში შევიდნენ. მისი პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტმა “მოუწოდა შექმნას
აბსოლუტური რეაგირების შესაძლებლობები, რომელიც სცილდება პროპორციულ დონეებს”.

ინფორმაციისთვის, 2018 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის იმდროინდელ პრეზიდენტ მუნ ჯე ინს შორის შეთანხმება დაიდო, რომელიც კრძალავს “მტრულ ქმედებებს” სასაზღვრო ზონაში. მათი ურთიერთობა, ათწლეულების განმავლობაში დაძაბულია, მაგრამ, მაისში უფრო დაიძაბა, როდესაც, უნმა თანამდებობა დაიკავა და პირობა დადო, რომ ფხენიანის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებდა.

მსგავსი თემები