საგანგაშო მდგომარეობა ლევილის მამულში

ლევილის საგანგაშო მდგომარეობაზე თეა წულუკიანმა ორდღიანი დუმილი დაარღვია. კულტურის მინისტრი ახლა თავის მართლების რეჟიმშია და ცდილობს, ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანოს.

უწყების მიერ გავრცელებულ  ვრცელ განცხადებაში წერია, რომ  უმძიმესი ფოტოები და კადრები, რაც ლევილის მამულიდან  გავრცელდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. წულუკიანი გვიმტკიცებს, რომ ლევილში ყველაფერი კარგადაა და ისტორიულ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება. არადა, მთელმა ქვეყანამ ნახა , რომ ლევილში შენობა ნგრევის ზღვარზეა, იქ წყალი ჩადის და ისტორიული ხელნაწერები ნადგურდება.

მსგავსი თემები