გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნებზე და მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემა დაბომბეს.  

მეტი...

,,განუზომელია ილია მეორის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე”- ირაკლი ღარიბაშვილი

თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე. „განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს! განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა…

მეტი...

„კვარა ბომბი“ – იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიროტექნიკა შექმნეს

იტალიაში, ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის პიროტექნიკა, „კვარა ბომბი“ შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ნეაპოლის პოლიციის ყურადღების ცენტრში  „კვარა ბომბი“ მოექცა, რომელიც 500 გრამი სუფთა აკრძალული ფეთქებადი ნარევისგან შედგება.  სამართალმდამცველებმა საშიში ასაფეთქებელი საშუალება უკვე ამოიღეს. მედია წერს, რომ „ბომბი კვარა“ ბევრად უფრო მძლავრი და, შესაბამისად საშიშია, ვიდრე მისი წინამორბედები: „ბომბი მარადონა“, „ბომბი კარეკა“, „ბომბი ძოლა“, „ბომბი კავანი“ და „ბომბი იგუაინი“.

მეტი...

,,კორონავირუსი არსად გამქრალა, იცირკულირებს ისე, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი”- ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი არსად გამქრალა. მისი განმარტებით, 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. „ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ვირუსების გავრცელების ჯამურ რაოდენობაში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9.8% არის, დაახლოებით 10%. ანუ, 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შესაძლებელია გახდეს ისეთივე სეზონური, როგორც გრიპის ვირუსი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს ამას,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა არსებობს მოლოდინი, რომ 2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მოვისმინოთ, რომ პანდემია დასრულდა.…

მეტი...

,,გრიპის ვირუსის მაჩვენელი საკმაოდ მაღალია”- ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს და  მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. „წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. თუ ქვეყანაში იქნება რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი, ეს პიკი იქნება დეკემბერ-იანვარში. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ახლა ქვეყანაში გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველაზე დიდი რაოდენობით არის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 39%-ს შეადგენს. ანალოგიური…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს

4 იანვარს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამ დროისთვის უცნობია, რა თემებზე აპირებს ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს. ცნობისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.

მეტი...

,,ბახმუტში რუსული თავდასხმების სიხშირე, სავარაუდოდ, შემცირდა” – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბახმუტთან რუსული ძალების თავდასხმები სავარაუდოდ შემცირდა. მათივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს კვირებში რუსეთს ბახმუტთან ახლოს მნიშვნელოვანი მიღწევები ექნება. ,,დეკემბრის შუა რიცხვებში, რუსმა სამხედროებმა და ვაგნერის მარიონეტულმა ძალებმა, სავარაუდოდ, გაზარდეს ქვეითთა თავდასხმების სიხშირე დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო, თუმცა ამ ოპერაციიდან ბევრი ცუდად იყო მხარდაჭერილი. ბოლო 10 დღის განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვნად გააძლიერა სექტორის დაცვა და რუსული თავდასხმების სიხშირე, სავარაუდოდ, შემცირდა დეკემბრის შუა რიცხვებთან შედარებით. ორივე მხარეს ბევრი დანაკარგი აქვს.  რუსეთის შეტევითი ოპერაციები რეგიონში ახლა სავარაუდოდ მხოლოდ ოცეულის ან განყოფილების დონეზე მიმდინარეობს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უახლოეს…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

მეტი...

,,უკვე 10 თვეა სიმძიმის და დარდის გრძნობით ვცხოვრობ”- ვალერი მელაძე

ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, უკვე 10 თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმის და დარდის გრძნობით ცხოვრობს. „ხალხო, მინდა რომ მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. უკვე 10 თვეა, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, სიმძიმის და დარდის გრძნობით ვცხოვრობ. ისე ხდება, რომ ხალხი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, კონფლიქტშია, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა ვინმეს მძულდეს და არ ვცდილობ ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ჰარმონია დამყარდეს ახლო ხალხებს შორის. და ამისთვის მზად ვარ, მთელი ძალა გავცე“. – წერს ვალერი…

მეტი...

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა – დაშავდა ერთი ადამიანი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, რუსებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. დაშავებულია ერთი ადამიანი. განგაშის სიგნალი ჩაირთო ასევე დონეცკის, ხარკოვის , პოლტავსკის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

მეტი...

,,კვარაცხელია ჩვეულებრივ ამბავს განსაკუთრებულს ხდის”- ”ნაპოლის” მწვრთნელი

„ინტერთან“ მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულებრივ ამბავს განსაკუთრებულს ხდის. ,,კვარაცხელია არაპროგნოზირებადია, ის ჩვეულებრივ მოვლენას გამორჩეულს ხდის. ისეთი მოთამაშეა, რომელიც არაფრისგან მატჩის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის – თანაც სქემებისა და თანაგუნდელების გარეშე. მან და ლობოტკამ ძალიან კარგი თამაში აჩვენეს „იუვე სტაბიას“ წინააღმდეგ. რაჰამანიც ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს და მე ბედნიერი ვარ, რადგან ის ძალიან გვჭირდება. „ინტერი“ უმაღლესი დონის კლუბია, მათ ფული ჩადეს ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში. ისინი ადვილად ახერხებენ მოედანზე თამაშის გაშლას, შეტევის განხორციელებას და იციან, როგორ ჩაიკეტონ…

მეტი...

დღეს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება

4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. თბილისში მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

მეტი...

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია

ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პირველი კენჭისყრით სპიკერი ვერ აირჩია.  „ბიბისის“ ინფორმაციით, რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარატკიმ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. მაკარტიმ კენჭისყრაში  203 ხმა მოიპოვა, არჩევისთვის კი მას, სულ მცირე, 218 ხმა სჭირდებოდა. 212 ხმა მიიღო დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა. დემოკრატიულ პარტიას კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა არ აქვთ, ამიტომ მათი კანდიდატის კენჭისყრაში მონაწილეობა სიმბოლური იყო.

მეტი...

,,მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, მთვრალი რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს ესვრიან. “ისინი ხედავენ, რომ საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება. ხედავენ, რომ მობილიზებულთა ყაზარმები ფეთქდება. ამ ყველაფრის გამო ჭკუიდან იშლებიან. იწყება საკმაოდ სასტიკი ქმედებები მათი მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი სამხედროები სამოქალაქოებს ესვრიან. შეუძლიათ სამოქალაქო მამაკაცი დახვრიტონ, თუ მოეჩენებათ, რომ იგი თითქოს უკრაინელ სამხედროებს ეხმარება”, – აღნიშნა გაიდაიმ. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ციხეში უშვებენ მათ, ვინც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. “გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იჭერენ და, თუ ფრონტზე წასვლა არ სურთ, გაყავთ…

მეტი...

პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 90 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი გახდა. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. მან სოხუმში 11 წელი დაჰყო. საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის…

მეტი...

,,რუსული სცენარი უნდა ჩავშალოთ, ტერორისტები უნდა დამარცხდნენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერორისტებმა უნდა წააგონ, მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ახორციელებს მათ მობილიზებას, ვისი მოკვლაც სურს, უკრაინა კი ახორციელებს ცივილიზებული სამყაროს მობილიზაციას სიცოცხლის გულისთვის. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ, ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან. ჩვენ უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს,…

მეტი...