3 იანვარს, ზუგდიდში მომხდარი უმძიმეს ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა.