,,უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას. მისი მკვლელობა ძვირი ფასის გადახდად დაგვიჯდება,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციაში.
„მნიშვნელოვან საერთაშორისო რეზოლუციებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული სახელმწიფოს ცივილიზებულ სამყაროსთან ინტეგრაციაში. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვისაც და როგორც რიგითი მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოს ბედი. რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, უნდა ვიაზრებდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება სახელმწიფოს განვითარებას. მისი მკვლელობა ძვირი ფასის გადახდად დაგვიჯდება. ყველა ვგულშემატკივრობთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას“,- აღნიშნავს მელია.