უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 იანვრამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 108 910; ტანკი – 3 038; ჯავშანტექნიკა – 6 106; საარტილერიო სისტემა – 2 039; სარაკეტო სისტემა – 424; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 215; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 270; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 842; საკრუიზო რაკეტები – 723; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 745; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 181.