მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ივანიშვილის შუშის სასახლემდე მსვლელობით მიდიან

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები კანცელარიიდან ივანიშვილის შუშის სასახლემდე მსვლელობით მიემართებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში.

შეგახსენებთ, მანამდე რომ აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობის კედელზე პროექტორის საშუალებით ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის ფოტოები აჩვენეს.

ცნობისთვის,  რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინიციატივით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია გაიმართა.

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 დიდ ქალაქშიც მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

მსგავსი თემები