ხმაური და დაპირისპირება ჭორვილაში – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ბიძინა ივანიშვილის სოფელში, ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს დაპირისპირება იყო.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და ადგილობრივებს შორის მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, ჭორვილაში ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე და მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ. ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება.

მსგავსი თემები