„მეუღლესთან ერთად ვესტუმრე ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს მეუღლესთან ერთად ვესტუმრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და პირადად მივულოცე 90 წლის იუბილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მთავრობის მეთაური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს.

მსგავსი თემები