მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცია დაღუპული – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად 89 რუსი ჯარისკაცია დაღუპული.
უწყება ადონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში რუსული სამხედრო ბაზის დაბომბვას  ჯარისკაცების მხრიდან მობილური ტელეფონის გამოყენებას უკავშირებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტორმა მოწინააღმდეგეს მისცა საშუალება, განესაზღვრა ჯარისკაცების ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმისთვის.

რუსეთში აღნიშნავენ, რომ სკოლის შენობას, რომელიც სამხედრო ბაზად იყო გადაკეთებული, ამერიკული სისტემა „ჰაიმარსის“ ოთხი რაკეტა მოხვდა. რაკეტების ქობინების აფეთქებამ შენობის ჭერი ჩამოანგრია.

მსგავსი თემები