აშშ-ში ტყუპები სხვადასხვა წელს დაიბადნენ

აშშ-ში,  ახალშობილი ტყუპი დები ენი ჯო სკოტი და ეფი როუზ სკოტი სხვადასხვა წელს დაიბადნენ.

ენი ჯოუ სკოტი 2022 წლის 31 დეკემბერს, 23:55-ზე, მისი ტყუპისცალი ეფი როუზი კი, 2023 წლის 1 იანვარს, 00:01 საათზე დაიბადა. ინფორმაციას goodmorningamerica ავრცელებს.

გოგონების მშობლები ტეხასის შტატიდან არიან. როგორც ისინი ამბობენ, პატარებს 11 იანვარს ელოდებოდნენ. თუმცა, 29 დეკემბერს საავადმყოფოში შემოწმებაზე მისულებს, კლინიკაში დარჩენა მოუწიათ.

მსგავსი თემები