„ომიკრონის“ ახალმა ვარიანტმა აშშ-ში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს

ომიკრონის“ განშტოებამ, „ექსბიბი.1.5“-მა (XBB.1.5) აშშ-ში შესაძლოა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების ახალი ზრდა გამოიწვიოს.

„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ექსბიბი.1.5“-მა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ინფიცირების წილი გააორმაგა, რაც დეკემბრის თვეში ახალი ინფექციების ოთხი პროცენტიდან 41 პროცენტამდე ზრდას ნიშნავს.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში შემთხვევების 75 პროცენტი „ომიკრონის“ ახალ შტამზე მოდის. ვირუსოლოგების და ეპიდემიოლოგების შეფასებით „ომიკრონის“ ახალ განშტოებას აქვს ისეთი თვისებები, რაც იძლევა „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ხელახლა ზრდის პოტენციალს აშშ-ში, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად დიდი იქნება ეს ტალღა და გაიზრდება თუ არა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

 

მსგავსი თემები