რუსთავში პიროტექნიკის ხელში აფეთქების შედეგად, მოზარდმა ერთი თითი დაკარგა.
„ინფო რუსთავს“ ინფორმაციით, 9 წლის ბიჭს ხელზე ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის აფეთქების გამო მათთან შეყვანილი 8 პაციენტიდან 6 უკვე გაეწერა.