საგანგებო მდგომარეობა ჩინეთში – COVID-19-ის გამო კრემატორიუმები გადატვირთულია

ჩინეთში COVID-19-ით მასობრივი დაავადების ტალღის გამო კრემატორიუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გადატვირთული.

უცხოური მედიის ცნობით, COVID-19-ით გარდაცვლილთა გვამებს უწყვეტ რეჟიმში წვავენ, კრემაციისთვის უახლოესი თავისუფალი ადგილის დაჯავშნა კი მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვის არის შესაძლებელი. ერთ-ერთ კრემატორიუმში განაცხადეს, რომ მათთან ყოველდღიურად 500-ზე მეტი გვამი მიაქვთ.

ჩინეთში კორონავირუსის ინფექციით დაავადების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები შეასუსტა.

ჩინეთში ინფექციის ახალი ტალღის გაძლიერების ფონზე ხელისუფლებამ შეწყვიტა COVID-19-თან დაკავშირებული ყოველდღიური სტატისტიკის გამოქვეყნება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანს უდასტურდება COVID-19.

 

მსგავსი თემები