ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მთელი გაერთიანების გადაწყვეტილებები არ უნდა დაბლოკონ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ლისაბონში, დიპლომატების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებს ხშირად პრესრელიზის შედგენაც არ შეუძლიათ, რადგან საერთო ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან.
„კვალიფიციური უმრავლესობის კენჭისყრამ შეიძლება, გამოიწვიოს უფრო სამართლიანი შედეგი ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ეფექტურად და სწრაფად მოქმედება“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.