,,ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის”- არესტოვიჩი

,,მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალის დაბრუნებისთვის,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩმა  ყველას მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ აქციებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე საქართველოს საელჩოებთან გაიმართება.

,,საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნა ს გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია ამ ადამიანს, რომელსაც ციხეში აწამებენ და კლავენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ეს აქციაში ფიზიკურად მისვლით, სიტყვით, თუ სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელებით, მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები