“დროულად გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ” – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია ქუთაისში

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც. ადგილობრივები სიმბოლურად იმ ადგილზე იკრიბებიან, სადაც ყოფილმა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანო და მთავრობის სახლი გადაიტანა.

ქუთაისის პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ დროულად გადაიყვანონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 რეგიონში მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში გაიმართა უკვე გაიმართ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია, რომლის ინიციატორები, რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი არიან.

მსგავსი თემები