“ვერ გადაადგილდება, სულ წევს… მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

“ვერ გადაადგილდება… მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ – ამის შესახებ კლინიკა “ვივა მედში” მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა.

“პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სულ წევს, როცა წამოწევს თავს, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, თუ რაიმეს არ დაეყრდნო. ძირითადი თემა იყო დღევანდელი დღე და სრულიად გაოგნებული იყო, იმით, რაც ხდება დღეს მარტო ჩვენთან კი არა, რაც ხდება მსოფლიოში. ძალიან მადლობელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის გმირობას უდრის იმ ადამიანებისთვის [ემიგრანტებისთვის] იმიტომ, რომ ისინი იქ მუშაობენ ლუკმა-პურის საშოვნელად ზოგიერთი წასულია და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ… ეს ორგანიზებული არ იყო, ეს რომ ყოფილიყო ორგანიზებული, წინასწარ ვიღაცას ეხელმძღვანელა, ეს არ ხდებოდა და თვითონ ასე სპონტანურად ყველაფრის მიუხედავად მაინც მოხდა” – ამბობს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინიციატივით, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქცია გაიმართა.

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები საქართველოს 8 დიდ ქალაქშიც მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის კურსის ჩატარების შესაძლებლობა საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის გზით.

მსგავსი თემები