რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა

რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, „ცირკონებით“ აღჭურვილი ფრეგატი ატლანტის ოკეანეში გაუშვა.

„საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვის“ გაშვების ცერემონიაში მონაწილეობა  ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მიიღეს.

„აქ და ახლა მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, თავდაცვის ინდუსტრიის კომპლექსის სპეციალისტებს, რომლებმაც შექმნეს და დაიწყეს ამ უნიკალური იარაღის მასობრივი წარმოება. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მძლავრი იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე საფრთხეებისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა პუტინმა.

 

მსგავსი თემები