გერმანიაში პუტინის მომხრე აგენტები ცდილობენ, ოფიციალური ბერლინი უკრაინის წინააღმდეგ განაწყონ, – ამის შესახებ „როიტერის“ მიერ ჩატარებულ გამოძიებაში ნათქვამი.
გამოძიების თანახმად, პუტინის მომხრე პირები კამპანიას აწარმოებენ როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე ქუჩებში და ახმოვანებენ შეტყობინებებს, რომლებიც ეხება კავშირებს გერმანიასა და რუსეთს შორის, საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიასთან და გერმანიის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე.
მედიის ცნობით, „მთავარ ფიგურებს, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მუშაობენ, კავშირი აქვთ რუსეთის მთავრობასთან ან ულტრა-მემარჯვენეებთან“.
„როიტერი“ წერს, რომ დაადგინეს ძირითადი ფიგურების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობენ გერმანიის შიგნით რუსული ინტერესების წინსვლაში, ინტერვიუების, სოციალური მედიის პოსტების და სხვა საჯარო ინფორმაციის გამოყენებით.