,,აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 40-მდე ქალაქში გაიმართება”- მარკ ფეიგინი

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მსოფლიოს მინიმუმ 40 ქალაქში გაიმართება. ფეიგინი საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

,,დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. გამოცხადებულია გლობალური საერთაშორისო აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც ამჟამად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. 4 იანვარს 12:00 საათიდან დაახლოებით 14:00 საათამდე, ყველას შეგიძლიათ მიხვიდეთ საქართველოს საელჩოებთან ან საკონსულოებთან, იმ ქვეყნებში, რომლებშიც იმყოფებით. ახლა მოდის ინფორმაცია, რომ მინიმუმ, 40-მდე ქალაქში გაიმართება ეს აქცია და თავად საქართველოშიც გამოვა ბევრი ხალხი”, – განაცხადა მარკ ფეიგინმა.

მსგავსი თემები