,,პაციენტი ხელში გვაკვდება”- ექიმების აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციას, რომელიც დღეს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმართება, ექიმები უერთდებიან. ისინი ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელზე არიან შეკრებილები.

ექიმები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს, შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი და ააცილოს ქვეყანას თავიდან მოსალოდნელი მძიმე შედეგები.

აქციას შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები