რუსეთმა ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები ატლანტის ოკეანეში გაუშვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით, ცირკონებით აღჭურვილი ფრეგატი, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში გაშვების ცერემონიალს დაესწრნენ.

“ხომალდი უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემით – ცირკონითაა აღჭურვილი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ეს იარაღი საშუალებას მისცემს რუსეთს, საიმედოდ დაიცვას თავი პოტენციური გარე მტრისგან და დაგვეხმარება, ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”, – თქვა პუტინმა.

შოიგუს თქმით კი, ცირკონებით შეიარაღებულ გემს როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში, მტრისთვის ზუსტი და ძლიერი დარტყმის მიყენება შეუძლია.

მან ასევე თქვა, რომ ცირკონის ჰიპერბგერით რაკეტებს ნებისმიერი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გარღვევა შეუძლიათ. შოიგუს თქმითვე, რაკეტების სიჩქარე ბგერის გავრცელების სიჩქარეს 9-ჯერ აღემატება და მათ 1000 კმ-ზე მეტი დიაპაზონი აქვთ.

მსგავსი თემები