უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. რუსეთმა კი აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა.
მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.