,,ვიცი, რომ პრეზიდენტი ნაწყენია, მაგრამ ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არაა”- პაატა მანჯგალაძე

,,ვიცი, რომ გაბრაზებულია, ნაწყენია, პრეზიდენტი ახლა ბუტია ბავშვივით ბაღში ხომ არაა?! სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება აქვს მისაღები,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. დეპუტატი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილისა და დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. „მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ის არის ემიგრანტების შთამომავალი, მისმა წინაპრებმა ძალიან დიდი როლი შეასრულეს საქართველოს განვითარებისთვის. თუ უნდა თავისი ღირსეული წინაპრების ადგილას დაიმკვიდროს თავი, მხოლოდ განცხადებებით ეს ვერ მოხდება, მან უნდა გადადგას ნაბიჯები. ორი რამ აქვს გასაკეთებელი, სასწრაფოდ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და სასწრაფოდ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს იქნება ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი და საქმე ლაპარაკის ნაცვლად. თუ მას აქვს…

მეტი...

,,ვითხოვ, რომ გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე”- ანი წითლიძე

,,ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები – ვითხოვ, რომ გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე,”- ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ”სააკაშვილზე ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე”. „დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ და ანგარიშსწორება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება განსაკუთრებულ პირობებში”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკასვილი განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება და სასჯელის დიდ ნაწილს კლინიკაში იხდის. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებული აქვს ყველა სამედიცინო სერვისი და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. “ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პირობები, სასჯელის დიდი ნაწილი მან ამ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში. ვნახეთ, რომ იქაც პირობები არის სათანადო შექმნილი, უფრო უკეთესი, შეიძლება ვიდრე ყოფილიყო სხვა შემთხვევაში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო”- გიული ალასანია

,,ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?!,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა. მისი თქმით,  არ იცის რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა გაუთავებლად იჭიმება. „სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საიტზე უწერია თვითონ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და ჩვენ სწორედ მძიმე მეტალებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება, იმას ვინ ვისი ახლობელია, საქართველოში ყველა ყველას ახლობელია. არ ვიცი რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა იჭიმება, იწელება გაუთავებლად. კიდევ ათი წელი უნდა იყოს ეს პროცესები? რა ხდება საერთოდ? სამხარაულის ექსპერტიზის მიმართ როგორი ნდობა უნდა მქონდეს? მე არავის…

მეტი...

,,სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება”- რატი იონათამიშვილი

,,სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. „მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რასაც უსამართლობის განცდა მოჰყვება იმ ათასობით ადამიანის მხრიდან, ვისაც მისი სასტიკი სისტემა საკუთარ თავზე აქვს ნაგრძნობი. ამის მიუხედავად, საზოგადოება ხედავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ისე ვექცევით, როგორც ამას კანონი და სამართალი გვეუბნება. უხერხულია, როცა პასუხისმგებლობაზე საუბრობს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც პასუხისმგებლობის შეგრძნება საერთოდ არ აქვს. როცა სააკაშვილის რეპუტაციაზე ვსაუბრობთ,…

მეტი...

,,პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო” – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენცია 2022“  არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, დღეს მიმდინარე ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა. „პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ცნობისთვის, „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე  და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

მეტი...

,,დღეს ქვეყანაში არათუ მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- პრემიერი

,,ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის მსგავსად, ქვეყანა მიმდინარე წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ამთავრებს. „ასევე მინდა გითხრათ, რომ ომიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ნეგატიური ეფექტების და გავლენების შემცირება – ამ რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მაშინ, როცა ევროპაში არის ძალიან ვითარება, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის რეცესია, რეალურად ძალიან…

მეტი...

რუსეთმა ომში უკვე 102 600 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა  24 თებერვლიდან 26 დეკემბრამდე დაახლოებით 102 600 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 102 600; ​ტანკი – 3 016; ჯავშანტექნიკა – 6 017; საარტილერიო სისტემა – 1 996; სარაკეტო სისტემა – 418; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212; თვითმფრინავები – 283; ვერტმფრენი – 267; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 707; საკრუიზო რაკეტები – 653; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 647; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 178.

მეტი...

,,აუცილებელია ომის დროულად დასრულება, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,აუცილებელია ამ კონფლიქტის, ომის დროულად დასრულება. ესაა ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთელი წლის მთავარი გამოწვევა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი. ,,მინდა, რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი. მთელი წლის მთავარი მოვლენა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა იყო უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად, თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. რა თქმა უნდა, მინდა, დავეთანხმო მინისტრს, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო, პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდა…

მეტი...

,,ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, სასიამოვნო მოსასმენი არ იყო. ,,რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, და ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა, მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება. მე მინდა ერთი…

მეტი...

,,დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”- რუსი უფლებადამცველი

,,დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით” – ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ადამიანების ჩართულობა მთელი მსოფლიოდან იქნება საჭირო. “ჩვენ როგორც დაგპირდით, ველოდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ორშაბათს კი საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ჩვენ გეგმას თუ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ყველა ჩვენი გამომწერის, ყველა ჩვენი მაყურებლის, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ჩვენი მხარდამჭერის ჩართულობა”, – განაცხადა ფეიგინმა.  

მეტი...

,,არასოდეს დავივიწყოთ რუსული „ძმობის“ სისაძაგლე”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი უკრაინელებს მიმართავს და მოუწოდებს არასოდეს დაივიწყონ რუსული „ძმობის“ სისაძაგლე. ”ალბათ, ძალიან არ უნდა მოვიხიბლოთ ახალი ტერმინების გამოყენებით – „ორკი“, „ღორ-ძაღლი“ *გერმანული Schweinhund) . არ არის საჭირო, ასე ვთქვათ, მტრის იმიჯის გაბუნდოვნება. ჩვენ ვწერთ და დაუყოვნებლივ ვადასტურებთ ისტორიას: “რუსი”, “რუსეთი” – მოკლეს, თავს დაესხნენ, გაძარცვეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მოატყუეს. რათა სამუდამოდ ჩაიბეჭდოს უკრაინის ისტორიულ მეხსიერებაში, თუ რომელ ხალხს ეკისრება სრული კოლექტიური პასუხისმგებლობა სისხლისმღვრელ ომზე და რომ არასოდეს დავივიწყოთ რუსული „ძმობის“ სისაძაგლე”, – განაცხადა დანილოვმა.

მეტი...

,,დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არა შუამავლის როლი”- ერდოღანი

,,სამწუხაროდ, დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არა შუამავლის როლი,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, მედიატორის როლი მხარეებს შორის სწორედ თურქეთმა შეასრულა, რამაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყო. „სამწუხაროდ, დასავლეთმა უკრაინის ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და შუამავლის როლი არ იკისრა. შუამავლობის ეტაპზე ჩვენ, თურქეთმა, ეს როლი 2022 წელს ავიღეთ და, მადლობა ღმერთს, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ექსპლუატაცია მოვახერხეთ. აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენი სამიზნე, პირველ რიგში, ღარიბი ქვეყნებია, მაგრამ ამასობაში ევროპაში მარცვლეულის 44 პროცენტი წავიდა, ჩვენ 16 პროცენტი მივიღეთ. ბატონი…

მეტი...

,,რუსები ფიქრობენ და გეგმავენ კონკრეტულ სარაკეტო დარტყმას ყველაფრით, რაც აქვთ”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე ახალი მასიური სარაკეტო დარტყმის განხორციელებაზე 150 რაკეტის გაშვებით ფიქრობს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციიდან რაკეტების მარაგი დაუყოვნებლივ შემცირდება მესამედით. „ვთქვათ, გაუშვეს 150 რაკეტა, 140-120 ჩამოვგდეთ, 30 გაფრინდა. პრინციპში დიდი ზიანი იქნებოდა… რუსები ფიქრობენ და გეგმავენ კონკრეტულ სარაკეტო დარტყმას ყველაფრით, რაც აქვთ, ეს იქნება ჩვეულებრივზე ცოტა ეფექტური, მაგრამ ვერ მიაღწევს მიზნებს. თუმცა, რუსეთის ფედერაციიდან რაკეტების მარაგი დაუყოვნებლივ შემცირდება მესამედით. ბუნდოვანი პერსპექტივა. თუ ირანული რაკეტები იქნება, დიახ, გაჩნდება ხანძარი. ჩვენ გავუმკლავდებით მათ და მათ შედეგებს, მაგრამ ისინი უფრო მძიმე იქნება. მცირდება რაკეტების რაოდენობა, მცირდება თვითმფრინავების წილი“,…

მეტი...

რუსთავში, შვილის ცემის გამო, მამა დააკავეს

რუსთავში, შვილის ცემის გამო, მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, არასრულწლოვან შვილს მამამ დაურეკა და სახლში დროულად მისვლა სთხოვა. შვილმა მამას რამდენიმე წუთით დარჩენა სთხოვა, რა დროსაც მამამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული აფაქტის შესახებ პოლიციას თავად გოგონამ აცნობა და განაცხადა, რომ გასულ თვეში მას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. სამართალდამცველებმა ბავშვის მამა დააკავეს. ინფორმაციას  „ინფო რუსთავი” ავრელებს.

მეტი...

,,ენგელსის სამხედრო აეროდრომთან უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, დაიღუპა 3 სამხედრო” – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარატოვის ოლქში, აეროდრომთან ახლოს, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. “ოცდაექვს დეკემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 01:35 საათზე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ დაბალ სიმაღლეზე ჩამოაგდო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის რეგიონში ენგელსის სამხედრო აეროდრომთან მიახლოებისას.  თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა აეროდრომზე მყოფი ტექნიკური პერსონალის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე”, – აცხადებენ სამინისტროში.  

მეტი...

,,უკრაინა პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინა სასიკვდილო განაჩენია. მისი თქმით, რუსულ საზოგადოებას და სამხედროებს ესმით, რომ „საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის“. „მათ ესმით, რომ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს გასაგებია. სამხედროებს კი, პირველ რიგში, ესმით, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვულია. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ“, – აღნიშნა…

მეტი...

რუსეთში, ენგელსის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, გააქტიურებული იყო საჰაერო თავდაცვის განგაში. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, ასევე, დაზიანებულია თვითმფრინავი.

მეტი...

,,უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაცია სრულიად აუცილებელი ზომა იყო რუსეთისთვის მუდმივი საფრთხის თავიდან ასარიდებლად”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით,  დასავლეთის რეაქციები აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია სრულიად აუცილებელი ზომა იყო რუსეთისთვის მუდმივი საფრთხის თავიდან ასარიდებლად. მისი თქმით, რუსეთის ქმედებამ ”მათი გეოპოლიტიკური თამაშის, გეოპოლიტიკური გეგმების მარცხი უზრუნველყო”. „მთავარი დასკვნა და შედეგი: სიტუაცია საბოლოოდ და შეუქცევადად გაირკვა. რა ხდება მსოფლიოში, ვინ რა ზრახვებითა და გეგმებით ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებას, ვისთან არის მოლაპარაკება შესაძლებელი და ამიერიდან ვისი ნდობა არ შეიძლება. ეს არის მთავარი დასკვნა იმ ისტორიიდან, რომელსაც ახლა ვაკვირდებით და რომელიც არის დასავლეთის თანმიმდევრული, მრავალწლიანი ხაზის შედეგი, გარდაქმნას უკრაინა ანტირუსულად, რათა არ დაუშვას საერთაშორისო საქმეებში რუსეთის მონაწილეობა.…

მეტი...

უკონტროლო ვითარება ჩინეთში – ქვეყანაში Covid 19-ის ახალი ტალღა დაიწყო

Covid 19-ის ახალი ტალღა ჩინეთში – მედიის ინფორმაციით, კლინიკები გადატვირთულია და ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პეკინში, შანჟენში, შანხაისა და ჩუნცინში უკონტროლო ვითარებაა. ”სიენენის” ცნობით,  ეპიდემიის გავრცელების ტემპმა მაქსიმუმს მიაღწია და ბოლო 20 დღის განმავლობაში 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც მოსახლეობის 18%-ია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის სწრაფი გავრცელების მიზეზი Covid 19-თან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებაა. არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის კომისიას ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა.

მეტი...

,,უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციონ. ,,რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტებში ღვარძლის გამოწვევით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემდეგ. ვიცი, რომ სიბნელე ხელს ვერ შეგვიშლის ოკუპანტების დამარცხებაში, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ დღეებში საჰაერო განგაშს კვლავ მოძებნეთ და დაიმახსოვრეთ სად მდებარეობს უახლოესი „უძლეველობის პუნქტი“. აუცილებლობის შემთხვევაში უთხარი მშობლებს, როგორ…

მეტი...

აშშ-ში ზამთრის შტორმს, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ზამთრის შტორმს, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ იორკსა და ფლორიდაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა. სტიქიის გამო ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილებას მასშტაბური პრობლემები შეექმნა. ასი ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.

მეტი...