უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინა სასიკვდილო განაჩენია. მისი თქმით, რუსულ საზოგადოებას და სამხედროებს ესმით, რომ „საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის“.
„მათ ესმით, რომ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს გასაგებია. სამხედროებს კი, პირველ რიგში, ესმით, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვულია. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის განცხადებით, პუტინი მშიშარა დაკომპლექსებული ადამიანია.
,,პუტინი არის ადამიანი – ყველაზე ცინიკური, რომელსაც აბსოლუტურად ესმის, რასაც აკეთებს. მას აბსოლუტურად ესმის, რომ ის რეჟიმია, ის არის მშიშარა, როგორც ნებისმიერი მშიშარა დაკომპლექსებული ადამიანი. ის ძალიან კარგად ხვდება, როცა ვინმეს ზიანს აყენებს, რადგან მისი აზროვნების არსია ზიანი მიაყენოს ვინმეს. ამ შემთხვევაში, მისთვის არ არსებობს უკრაინაზე უფრო საზარელი სიძულვილის ობიექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია”, – აღნიშნავს პოდოლიაკი.