,,სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება”- რატი იონათამიშვილი

,,სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რასაც უსამართლობის განცდა მოჰყვება იმ ათასობით ადამიანის მხრიდან, ვისაც მისი სასტიკი სისტემა საკუთარ თავზე აქვს ნაგრძნობი. ამის მიუხედავად, საზოგადოება ხედავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ისე ვექცევით, როგორც ამას კანონი და სამართალი გვეუბნება. უხერხულია, როცა პასუხისმგებლობაზე საუბრობს რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც პასუხისმგებლობის შეგრძნება საერთოდ არ აქვს. როცა სააკაშვილის რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, წლების განმავლობაში საკუთარი რეპუტაცია თავად დააზიანა და ამის ფინალური აკორდი იყო საქართველოში არაჟნების კონტეინერით შემოპარვა. ამაზე მეტად მის რეპუტაციას რა დააზიანებს? სააკაშვილის უფლებები არათუ დაცულია, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი იმყოფება, რაც მისმა მხარდამჭერებმაც ძალიან კარგად იციან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები