პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკასვილი განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება და სასჯელის დიდ ნაწილს კლინიკაში იხდის.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებული აქვს ყველა სამედიცინო სერვისი და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა.
“ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ პირობები, რომელშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პირობები, სასჯელის დიდი ნაწილი მან ამ ერთი წლის განმავლობაში მოიხადა არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ციხეში, არამედ საავადმყოფოში. ვნახეთ, რომ იქაც პირობები არის სათანადო შექმნილი, უფრო უკეთესი, შეიძლება ვიდრე ყოფილიყო სხვა შემთხვევაში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.