,,ენგელსის სამხედრო აეროდრომთან უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, დაიღუპა 3 სამხედრო” – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარატოვის ოლქში, აეროდრომთან ახლოს, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა, უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.

“ოცდაექვს დეკემბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 01:35 საათზე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ დაბალ სიმაღლეზე ჩამოაგდო უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის რეგიონში ენგელსის სამხედრო აეროდრომთან მიახლოებისას.  თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა აეროდრომზე მყოფი ტექნიკური პერსონალის სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

მსგავსი თემები