,,აუცილებელია ომის დროულად დასრულება, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,აუცილებელია ამ კონფლიქტის, ომის დროულად დასრულება. ესაა ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელი წლის მთავარი გამოწვევა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი.

,,მინდა, რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი. მთელი წლის მთავარი მოვლენა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევა იყო უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც რეალურად, თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. რა თქმა უნდა, მინდა, დავეთანხმო მინისტრს, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო, პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მადლობა ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ყველასთვის ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს. ბუნებრივია, ამ ომს, მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. აუცილებელია ამ კონფლიქტის, აომის დროულად დასრულება. ესაა ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მათი სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინელ მეგობრებს, პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს. ომის დაწყების დღიდან, ჩვენ პრაქტიკულად ყველა პლატფორმაზე ხმამაღლა დავუჭირეთ მხარი უკრაინას, შევუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები