,,ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო”- გიული ალასანია

,,ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?!,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა.

მისი თქმით,  არ იცის რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა გაუთავებლად იჭიმება.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს საიტზე უწერია თვითონ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ და ჩვენ სწორედ მძიმე მეტალებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება, იმას ვინ ვისი ახლობელია, საქართველოში ყველა ყველას ახლობელია. არ ვიცი რას ემსახურება ის, რომ ექსპერტიზა იჭიმება, იწელება გაუთავებლად. კიდევ ათი წელი უნდა იყოს ეს პროცესები? რა ხდება საერთოდ? სამხარაულის ექსპერტიზის მიმართ როგორი ნდობა უნდა მქონდეს? მე არავის ნდობა აღარ მაქვს უკვე. ძალიან მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა შესწირა ამ ქვეყანას თავი და რა მიიღო?! კვლევა ჩაუტარეს ყველაზე კარგ ლაბორატორიაში და ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით ცნობილი ტოქსიკოლოგი წერს თავის ინტერპრეტაციას. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს. უცხოელი ექიმების დასკვნაში პირდაპირ წერია მძიმე მეტალები და დასახელებულია დარიშხანი და ვერცხლისწყალი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები