„ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“ – სოზარ სუბარი გიორგი გახარიაზე

„როცა ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს, ვგულისხმობთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც „მაშინდელი რეჟიმის სახეები არ იყვნენ, მაგალითად, ასეთია გახარია, მაგრამ დღეს მას ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“.

„გვარამიას, ხოშტარიას ან ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გენერალური დირექტორი თუ თავმჯდომარე იყო, ამ პარტიას ვერ ჩამოაშორებ და ვერ გარეცხავ, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით. მაგალითად, ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი დამნაშავე პირიც და იდეოლოგიც, რომელიც „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით საქმეების გაყალბებას ხელმძღვანელობდა.

არიან, ასევე, ადამიანები, რომლებიც მაშინდელი რეჟიმის სახეები არ იყვნენ, მაგალითად, ასეთია გახარია, მაგრამ დღეს მას ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და აერთიანებთ ერთი ნიშან-თვისება – არიან უცხო ქვეყნის აგენტურა საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები