,,დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”- რუსი უფლებადამცველი

,,დღეს გასაჯაროვდება გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით” – ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ადამიანების ჩართულობა მთელი მსოფლიოდან იქნება საჭირო.

“ჩვენ როგორც დაგპირდით, ველოდებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სააკაშვილთან დაკავშირებით, ორშაბათს კი საჯაროდ გამოვაქვეყნებთ ჩვენ გეგმას თუ როგორ ვიმოქმედებთ. ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ამაში აუცილებლად დაგვჭირდება ყველა ჩვენი გამომწერის, ყველა ჩვენი მაყურებლის, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ჩვენი მხარდამჭერის ჩართულობა”, – განაცხადა ფეიგინმა.

 

მსგავსი თემები