რუსეთში, ენგელსის აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, გააქტიურებული იყო საჰაერო თავდაცვის განგაში.

წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, ასევე, დაზიანებულია თვითმფრინავი.

მსგავსი თემები