უკონტროლო ვითარება ჩინეთში – ქვეყანაში Covid 19-ის ახალი ტალღა დაიწყო

Covid 19-ის ახალი ტალღა ჩინეთში – მედიის ინფორმაციით, კლინიკები გადატვირთულია და ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პეკინში, შანჟენში, შანხაისა და ჩუნცინში უკონტროლო ვითარებაა.

”სიენენის” ცნობით,  ეპიდემიის გავრცელების ტემპმა მაქსიმუმს მიაღწია და ბოლო 20 დღის განმავლობაში 250 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, რაც მოსახლეობის 18%-ია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის სწრაფი გავრცელების მიზეზი Covid 19-თან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებაა.

არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის კომისიას ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა.

მსგავსი თემები