,,უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციონ.

,,რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო. მაგრამ ის ცდილობს აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტებში ღვარძლის გამოწვევით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემდეგ. ვიცი, რომ სიბნელე ხელს ვერ შეგვიშლის ოკუპანტების დამარცხებაში, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამ დღეებში საჰაერო განგაშს კვლავ მოძებნეთ და დაიმახსოვრეთ სად მდებარეობს უახლოესი „უძლეველობის პუნქტი“. აუცილებლობის შემთხვევაში უთხარი მშობლებს, როგორ იპოვონ „უძლეველობის პუნტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები