,,დღეს ქვეყანაში არათუ მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- პრემიერი

,,ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასული წლის მსგავსად, ქვეყანა მიმდინარე წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ამთავრებს.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ ომიდან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო ნეგატიური ეფექტების და გავლენების შემცირება – ამ რისკების დაზღვევა და საფრთხეების შემცირება. ჩვენი გონივრული, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში არათუ გვაქვს მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მაშინ, როცა ევროპაში არის ძალიან ვითარება, მთელ მსოფლიოში არის ეკონომიკის რეცესია, რეალურად ძალიან არაპროგნოზირებადი გარემო არის შექმნილი მსოფლიოში. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო ინარჩუნებს მშვიდობას, კეთილდღეობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელსაც ასე იყო და წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულეთ, რაც აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები