რუსთავში, შვილის ცემის გამო, მამა დააკავეს

რუსთავში, შვილის ცემის გამო, მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი მიმდინარეობდა, არასრულწლოვან შვილს მამამ დაურეკა და სახლში დროულად მისვლა სთხოვა.

შვილმა მამას რამდენიმე წუთით დარჩენა სთხოვა, რა დროსაც მამამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული აფაქტის შესახებ პოლიციას თავად გოგონამ აცნობა და განაცხადა, რომ გასულ თვეში მას მამამ ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბავშვის მამა დააკავეს.

ინფორმაციას  „ინფო რუსთავი” ავრელებს.

მსგავსი თემები