,,პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა მისთვის განსაზღვრული ადგილი არ დაუთმო” – ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ელჩების კონფერენცია 2022“  არ დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, დღეს მიმდინარე ელჩების კონფრენეციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზი პროტოკოლური დარღვევა გახდა.

„პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ „ელჩების კონფერენციას“ არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა“, – განმარტეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, „ელჩების კონფერენცია 2022“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დილით გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე  და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილი იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

მსგავსი თემები