,,ვითხოვ, რომ გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე”- ანი წითლიძე

,,ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები – ვითხოვ, რომ გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე,”- ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ”სააკაშვილზე ანგარიშსწორება არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე”.

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი, გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ და ანგარიშსწორება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. ჩემს მოთხოვნებში უცვლელი ვრჩები – ვითხოვ, რომ გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინონ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მსგავსი თემები