,,მესიმ დამსახურებულად მოიგო, დიეგო ახლა, რა თქმა უნდა, იღიმის” – პელე

ბრაზილიელი ლეგენდა, პელემ მესის და არგენტინას მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს. „ფეხბურთი, როგორც ყოველთვის, მომხიბვლელად აგრძელებს თავისი ისტორიის მოყოლას. მესიმ დამსახურებულად მოიგო თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა კილიან მბაპემ ფინალში ოთხი გოლი გაიტანა. საჩუქარი იყო ამ სპექტაკლის ყურება. არ შემიძლია არ მივულოცო მაროკოს წარმოუდგენელი ასპარეზობა. მშვენიერია აფრიკის ბრწყინვალების ნახვა. გილოცავ არგენტინა! დიეგო ახლა, რა თქმა უნდა, იღიმის“,- განაცხადა პელემ. ცნობისთვის, არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა (3:3, 2:4 პენალტების სერიაში) და ტიტულს მესამედ დაეუფლა.

მეტი...

,,სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილი მოინახულა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, კვლავ პრობლემად რჩება სააკაშვილის კვების საკითხი. „ველოდებით 22 რიცხვს. წევს, დილით შედარებით დაბალი სიცხე აქვს, საღამოობით აიწევს ხოლმე. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. კვებას რაც შეეხება, ეს ისევ პრობლემად რჩება“, – განაცხადა გიული ალასანიამ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. „არაფერს ამბობს, კომენტარსაც არ აკეთებს. ახალი წელი მოვიდა უკვე. რას ველოდებით, მომავალ ახალ წელს? ჩართავენ თუ არ ჩართავენ, პროცესი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ან ასე, ან – ისე. იანვრამდე პროცესები ვერ…

მეტი...

,,საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის”- ღარიბაშვილი

საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქში“ წერს. ღარიბაშვილის თქმით, საჯარო მოხელეების წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ. „მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით. ამ მიღწევათა გასაგრძელებლად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაძლიერებლად აუცილებელია რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, რესურსებისა და პოტენციალის შეფასება და ანალიზი,…

მეტი...

,,რუსებს რაკეტების მარაგი 3-4 შეტევისთვის აქვთ დარჩენილი”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსებს დარჩენილი აქვთ რაკეტების მარაგი 3-4 თავდასხმისთვის. მისი თქმით, ამის შემდეგ მარაგი ამოეწურებათ. „თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ თავდასხმებს, რაც უკვე განვახორციელეთ, მაშინ მათ დარჩათ მაქსიმუმ ორი-სამი, შესაძლოა ოთხი, შეტევა, მაგრამ შემდეგ ისინი მთლიანად რაკეტების გარეშე დარჩებიან, რაც მიუღებელია, რადგან შეიძლება ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული გამოწვევები და მათ რეზერვი მაინც უნდა დაიტოვონ“, – განაცხადა დანილოვმა.  

მეტი...

,,სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, საიდანაც უმრავლესობა მოწამვლასთანაა კავშირში”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დიაგნოზები აქვს, რომელთაგან უმრავლესობა მოწამვლასთან არის კავშირში. მისი თქმით, სააკაშვილის სისხლში, თმაში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუთი, ბარიუმი. „ცნობისმოყვარე სკეპტიკოსები მეკითხებიან, რა დიაგნოზები აქვს მიხეილ სააკაშვილს? -ძალიან მძიმე. წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს. უმრავლესობა მათგანი კავშირშია მოწამვლასთან. სისხლში, თმაში აღმოჩენილია ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ტალიუმი, ტყვია, ბისმუთი, ბარიუმი. ფრჩხილებში კადმიუმი, მანგანუმი, მცირე დოზებით, სიმპტომებთან კორელაციაში მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ, რთულ ქიმიურ ან რადიაქტიურ ნაერთთან. სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, როგორც შესაბამისი კვლევა, ისე მკურნალობა აქ ვერ ხორციელდება და ვერც განხორციელდება. შესაძლოა, მძიმე გამოსავალი. მკურნალობის…

მეტი...

,,კომპრომისები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება”- მიხაილო პოდოლიაკი

,,კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება. რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დარტყმები აჩქარებს უკრაინის მიერ პარტნიორებისგან აუცილებელი თავდაცვითი სისტემების მიღებას. ,,ჩვენ გვესმის, რომ ეს სარაკეტო თავდასხმები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ეს რუსების ერთადერთი რესურსია და სანამ ყველაფერი არ ამოეწურებათ, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ დარტყებს ენერგეტიკაზე. სამაგიეროდ, ეს დარტყმები აჩქარებს ჩვენს მიერ პარტნიორებისგან აუცილებელი თავდაცვითი სისტემების მიღებას. საერთოდ, ომის ასეთი ტიპი აუცილებლად უნდა დასრულდეს ერთ-ერთი მხარის გამარჯვებით. კომპრომისები და…

მეტი...

რესტორანი რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ ნაქირავები – ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე რჩებიან

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე რჩებიან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსიდან ევაკუირებულია 250-მდე ოჯახი. რესტორნის მეპატრონის განცხადებით, ფართი უცხოელებზე, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებზე ჰქონდა გაქირავებული, რომლებიც რესტორანში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ. “ერთი თვეა დაკეტილია რესტორანი, უბრალოდ, რემონტს აკეთებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ, უცხოელები არიან. დეტალური ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვიცი. გამოძიება მიდის და დაადგენს. სამაშველო მისულა. არავინ დაშავებულა, მხოლოდ რესტორანი დაიწვა,” – განაცხადა რესტორნის მეპატრონემ ხვიჩა შარაშიძემ.

მეტი...

,,ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე”- ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  ანა წითლიძის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაციის დასრულების მთავარი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვთ. მისი თქმით, პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება ის, რომ ადამიანი პატიმრობაში არ მოკლან. „მინდა აქედან მხნეობა ვუსურვო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი მოთხოვნა შიმშილობის მეხუთე დღეს რჩება უცვლელი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვს საქართველოს ხელისუფლებას…

მეტი...

,,მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ მოხდეს რუსეთის მიერ მოყენებული ზიანის ანაზღაურება”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს. „პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ 10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის მანძილზე ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რა თქვა პროკურორმა – პირველი, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, იოტისოდენა მტკიცებულებაც კი არ არის საქართველოს დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და ბრალიც კი არ იქნება წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებით.…

მეტი...

,,უნდა გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, როცა მთავარი „ნიუსი“ არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა”- მამუკა ხაზარაძე

,,უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, როცა მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა,”- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და ეს არ უნდა იყოს მთავარი თემა მომავალში. „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის სჭირდება მტრის ხატი და ჩვენ უკვე მერამდენე წელია გვესმის პროპაგანდა. ამ დროს საკითხი ეხება ადამიანს, მის სიცოცხლეს. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია, რომ პატიმარს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს სიცოცხლის გადარჩენის უფლება და რაც მალე მოხდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ეს „ნიუსები“, რომლითაც თქვენ იწყებთ და ამთავრებთ ყოველ დღე. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში,…

მეტი...

სოფელ წილკანში, პროექტის – “ კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა – სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

სოფელ წილკანში, პროექტის – “ კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა – სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ფინასნური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კლიმატის ცვლილების, მასთან ბრძოლისა და ადაპტაციის ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. საკვირაო სატყეო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე საველე სწავლებას. პროგრამაში მონაწილეობა ოცთაამდე მოსწავლემ მიიღო. პროექტის ფარგლებში, ვიდეო კონკურსის – „კლიმატგონივრული ქმედება“ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, წილკანის წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ ტყის აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა- დასუფთავებისა და დარგვის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა…

მეტი...

თურქეთში 15 წლის ბიჭს მუცლიდან USB კაბელი ამოუღეს

უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთში 15 წლის ბიჭს მუცლიდან USB კაბელი ამოუღეს. მედიის ცნობით, მშობლებმა ის საავადმყოფოში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ბიჭს მუცლის გაუსაძლისი ტკივილი და პირღებინება აღენიშნებოდა. ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა მას მუცლიდან 91.44 სმ სიგრძის  USB კაბელი ამოუღეს.

მეტი...

რესტორანი ”ვოქსი” მთლიანად დაიწვა – როგორ გამოიყურება რესტორნის ტერიტორია

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. რესტორნის ტერიტორია მთლიანად დაიწვა. ცეცხლი კორპუსის სხვა სართულებზე არ გავრცელებულა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. მოგვიანებით, ცეცხლი რესტორნის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, თუმცა ვინაიდან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე იყო განთავსებული, ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

მეტი...

ტაილანდის ყურეში სამხედრო გემი ჩაიძირა – ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა

ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა. ტაილანდის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათგან 31 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ხელისუფლების ინფორმაციით, ეკიპაჟის 75 წევრი გადაარჩინეს, თუმცა 31 პირი ამ დრომდე დაკარგულია. სამძებრო-სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ორშაბათს გაგრძელდება. შემთხვევა კვირას ღამით, მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რასაც მოკლე ჩართვა მოჰყვა.

მეტი...

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო

USA2GEORGIA-ს მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე, საქმის შესწავლა დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება აშშ-დან, მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას. „განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა. აგრეთვე, როგორც მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული, ონლაინ მაღაზიების მიერ (ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის…

მეტი...

ირანი რუსეთთან ურთიერთობისთვის ნებართვას არავისგან ითხოვს – ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ კანანის თქმით,  თეირანი „დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავისგან ნებართვას არ ითხოვს“. დასავლური ქვეყნები ადანაშაულებენ ირანს რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაში, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმისთვის და სანქციები დაუწესეს თეირანს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, უილიამ ბერნსის განცხადებით,  ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში.  

მეტი...

,,კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე”- პოდოლიაკი

უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას ეხმიანება და აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ”ნჯერმა ვერაფერი გაიგო”. „ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალიბებს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, მარტივია: დაამშვიდე აგრესორი უკრაინის ნაწილის შეწირვით აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის გარანტიებისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება და რომ ეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთი კატასტროფული მსოფლიო ომის საფრთხე შემცირდეს.

მეტი...

იტალიაში 23 წლის ქართველი ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს

იტალიაში 23 წლის ქართველი კაცი ტელეფონის ქურდობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ნეაპოლში სამართალდამცველები პრევენციის მიზნით შემოწმებებს ატარებდნენ, რა დროსაც დაინახეს, რომ 23 წლის ქართველმა კაცმა ქალს ტელეფონი მოჰპარა. ქართველი მამაკაცი იტალიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს, ტელეფონი კი მეპატრონეს დაუბრუნეს.

მეტი...

21 წლის ახალგაზრდამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში თვითმკვლელობა სცადა

21 წლის ახალგაზრდამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში თვითმკვლელობა სცადა. დაშავებული ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული. პაციენტის ოჯახი მედიკოსების პასუხისმგებობაზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი ექიმება მეთვალყურეობის გარშე დატოვეს და თვითმკვლეობა სწორედ ამ დროს სცადა. ოჯახის განცხადებით,  პასუხისმგებლობა დაწესებულების დირექტორს, პირად ექიმს, მორიგე ექთანსა და დარაჯს ეკისრება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მეტი...

,,ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქ ბახმუტში ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს. მისი თქმით, თუ პარტნიორი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს საკმარისად მიაწოდებენ, რუსეთის ტერორის მთავარი იარაღი განეიტრალდება. „ჩვენ უკვე ვამზადებთ სპეციალურ სამიტს ამ ზამთარში, სამიტი მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, ვინც შეიძლება, დაექვემდებაროს იმავე აგრესიას, იმავე ტერორს, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს მიწაზე. უკრაინული მშვიდობის ფორმულა არის ნათელი წერტილი, რომელსაც შეუძლია, შექმნას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც გლობალურად მნიშვნელოვანია. რაღაც, რაც მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას, მთელ ჩვენს ხალხს თავისუფლებას დაუბრუნებს და რაც იქნება…

მეტი...

ავღანეთში საწვავის ტანკერი აფეთქდა – დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის სალანგის გვირაბში, საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 32 კი მძიმედ დაშავდა. პარვანის პროვინციის სპიკერის, საიდ ჰიმატულა შამის განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილის ამოცნობა დამწვრობების გამო ვერ შეძლეს. ნანგრევებში  ამ დრომდე იმყოფებიან დაშავებულები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

„ნება მომეცით, გავამხილო საშინელი საიდუმლო”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის არმია რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის ლიკვიდირებას ცდილობდა. მისივე თქმით, ვალერი გერასიმოვზე თავდასხმის მცდელობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში განხორციელდა. „ნება მომეცით, გავამხილო საშინელი საიდუმლო. გერასიმოვი იზიუმში იყო და ჩვენ გერასიმოვს დავარტყით. ასე იყო. გადავფარეთ ის შტაბი, რომელშიც ის იმყოფებოდა, გავანადგურეთ ნულამდე. იქ გერასიმოვის გარეშეც დაიღუპა საკმარისი რაოდენობის უფროსი ოფიცრები, გვარდიელები და ა.შ. მაგრამ მან ცოტა ადრე მოახერხა გასვლა. ვერ მოვასწარით“, – თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.

მეტი...

,,გაერთიანდით ნატო-ს წინააღმდეგ”- კადიროვის მიმართვა

,,გაერთიანდით ნატო-ს წინააღმდეგ” – ამ სიტყვებით ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსახლეობას მიმართავს. კადიროვისს თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საფრთხეს უქმნის მთელი მსოფლიოს არსებობას. “ბოლო 100 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და ევროპას მოაწყეს ათობით ომი, სამხედრო გადატრიალება და შემოსევა. მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მათი მსხვერპლი. თუმცა ახლა ისინი კიდევ უფრო საშინელ საფრთხეს წარმოადგენენ, ანადგურებენ ყველა მორალურ ფასეულობა, რომელიც ჩამოყალიბდა ყველა ქვეყნის ხალხის მიერ კაცობრიობის არსებობის მანძილზე”- წერს კადიროვი ”ტელეგრამზე”.

მეტი...

რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

რუსეთი კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს.  კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს და საჰაერო განგაში ჯერ კიდევ გრძელდება. კიევში მასშტაბური აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინელმა სამხედროებმა კიევში ირანული წარმოების ცხრა ერთეული „შაჰედის“ უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ნიკოლაევის რეგიონშიც განახორციელა.  

მეტი...

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ცეცხლი რესტორან „ვოქსის“ მთელ პერიმეტრზე გავრცელდა

ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე ხანძრის მასშტაბი გაიზარდა. ცეცხლი რესტორან „ვოქსის“ მთელ პერიმეტრს მოედო. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას ჯერჯერობით ვერ ახრეხებენ, რადგან რესტორანი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზეა განთავსებული, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მეხანძრეთა ნაწილი შენობაშია. კორპუსისდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შენობიდან ცვივა ცეცხლმოკიდებული სამშენებლო მასალები, რაც საფრთხეს უქმნის მიმდებარე კორპუსს. სამართალდამცველებმა შემოსაზღვრული ტერიტორიის არეალი გააფართოეს. შენობის ნაწილი მინითაა დაფარული, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის. ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე განტავსებულ რესტორან „ვოქსში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.

მეტი...

„ვოქსის” შენობიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ „ვოქსის” კოპრუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა. არსებული ინფორმაციით, შენობიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა.  გათიშულია ელექტროენერგია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

მეტი...

ბათუმში „ვოქსის” შენობაში ხანძარია

ხანძარია ბათუმში, აღმაშენებლისა და კობალაძის ქუჩების კვეთაზე. ცეცხლი დაახლოებით ნახევარი საათის წინ რესტორან „ვოქსში“ გაჩნდა, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს. ამ დროისთვის ცეცხლი მთელ რესტორანს მოედო. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, შენობიდან ცვივა ცეცხმოკიდებული სამშენებლო მასალები. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა და ხანძრის მომენტში რესტორანში არავინ იმყოფებოდა.

მეტი...