,,სააკაშვილი პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა მოწამვლაზე”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ შვილი მოინახულა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, კვლავ პრობლემად რჩება სააკაშვილის კვების საკითხი.

„ველოდებით 22 რიცხვს. წევს, დილით შედარებით დაბალი სიცხე აქვს, საღამოობით აიწევს ხოლმე. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. კვებას რაც შეეხება, ეს ისევ პრობლემად რჩება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„არაფერს ამბობს, კომენტარსაც არ აკეთებს. ახალი წელი მოვიდა უკვე. რას ველოდებით, მომავალ ახალ წელს? ჩართავენ თუ არ ჩართავენ, პროცესი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ან ასე, ან – ისე. იანვრამდე პროცესები ვერ გადაიწევს, რადგან ჯანმრთელობა ვერ გადაიწევს. ეს უკვე ცნობილია, რამდენჯერ ვთქვით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველი იყო, ვინც მოწამვლაზე მიიტანა ეჭვი.

„პირველი იყო, ვინც ეჭვი მიიტანა. თქვა, ნამდვილად მოწამვლაა – აბა, რატომ მაქვს ეს, რატომ მაქვს ის. მართალი გითხრათ, მე სერიოზულად არ შემიხედავს. ჯერ მეთვრამეტეში იყო, შემდეგ გლდანში, გორში, სად მოხდა, არ ვიცი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები