,,კისინჯერმა ვერაფერი გაიგო ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე”- პოდოლიაკი

უკრაინის ხელისუფლება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის განცხადებას ეხმიანება და აკრიტიკებს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ”ნჯერმა ვერაფერი გაიგო”.

„ბატონმა კისინჯერმა ვერაფერი გაიგო… ვერც ამ ომის ბუნების და ვერც მისი გავლენის შესახებ მსოფლიო წესრიგზე. რეცეპტი, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი აყალიბებს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, მარტივია: დაამშვიდე აგრესორი უკრაინის ნაწილის შეწირვით აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ თავდაუსხმელობის გარანტიებისთვის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ცნობისთვის, ჰენრი კისინჯერმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება და რომ ეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთი კატასტროფული მსოფლიო ომის საფრთხე შემცირდეს.

მსგავსი თემები