ავღანეთში საწვავის ტანკერი აფეთქდა – დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის სალანგის გვირაბში, საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა32 კი მძიმედ დაშავდა.

პარვანის პროვინციის სპიკერის, საიდ ჰიმატულა შამის განცხადებით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილის ამოცნობა დამწვრობების გამო ვერ შეძლეს. ნანგრევებში  ამ დრომდე იმყოფებიან დაშავებულები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ინციდენტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები