,,კომპრომისები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება”- მიხაილო პოდოლიაკი

,,კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება. რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის დარტყმები აჩქარებს უკრაინის მიერ პარტნიორებისგან აუცილებელი თავდაცვითი სისტემების მიღებას.

,,ჩვენ გვესმის, რომ ეს სარაკეტო თავდასხმები კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. ეს რუსების ერთადერთი რესურსია და სანამ ყველაფერი არ ამოეწურებათ, ისინი გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებენ, ანუ დარტყებს ენერგეტიკაზე. სამაგიეროდ, ეს დარტყმები აჩქარებს ჩვენს მიერ პარტნიორებისგან აუცილებელი თავდაცვითი სისტემების მიღებას. საერთოდ, ომის ასეთი ტიპი აუცილებლად უნდა დასრულდეს ერთ-ერთი მხარის გამარჯვებით. კომპრომისები და მინსკის ახალი შეთანხმებები რუსი მკვლელების სასარგებლოდ არ იქნება. რუსეთი უნდა დამარცხდეს და წავიდეს უკრაინიდან. მხოლოდ ასე დაუბეუნდება მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები