რესტორანი რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ ნაქირავები – ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე რჩებიან

ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე რჩებიან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსიდან ევაკუირებულია 250-მდე ოჯახი.

რესტორნის მეპატრონის განცხადებით, ფართი უცხოელებზე, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებზე ჰქონდა გაქირავებული, რომლებიც რესტორანში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

“ერთი თვეა დაკეტილია რესტორანი, უბრალოდ, რემონტს აკეთებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ, უცხოელები არიან. დეტალური ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვიცი. გამოძიება მიდის და დაადგენს. სამაშველო მისულა. არავინ დაშავებულა, მხოლოდ რესტორანი დაიწვა,” – განაცხადა რესტორნის მეპატრონემ ხვიჩა შარაშიძემ.

მსგავსი თემები