ტაილანდის ყურეში სამხედრო გემი ჩაიძირა – ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა

ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა. ტაილანდის საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათგან 31 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ეკიპაჟის 75 წევრი გადაარჩინეს, თუმცა 31 პირი ამ დრომდე დაკარგულია. სამძებრო-სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ორშაბათს გაგრძელდება.

შემთხვევა კვირას ღამით, მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რასაც მოკლე ჩართვა მოჰყვა.

მსგავსი თემები